10:46 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-18 10:33:51, 521 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - დღეს ნიკა მელიას დაპატიმრება ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიურად ვბარდებით რუსეთს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, საქართველოს საამაყო პოლიცია ბიძინა ივანიშვილის პირად „ოპრიჩნიკებად“ ჩამოყალიბდა.

მისი თქმით, დღეს ნიკა მელიას დაპატიმრება თავისუფლების დასამარებას ნიშნავს.

„საამაყო პოლიცია ივანიშვილის პირად „ოპრიჩნიკებად“ ჩამოყალიბდა, კანონს არღვევენ, აბსოლუტურ უკანონობას ჩადიან. ჩვენ ვიცავთ კანონს, ჩვენ ვართ კონსტიტუციის ფარგლებში, ვიქნებით მტკიცედ. გინდ სპეცნაზით მოვიდნენ, გინდა მარსიანელებთან ერთად, მაინც არაფერი არ შეიცვლება. ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი.

მე მინდა ასევე გამოვეხმაურო აშშ-ის საელჩოს განცხადებას. ცალსახად ჩვენი პარტნიორები მოგვიწოდებენ მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ. ალბათ ხვდებით, რომ პოლიცია მშვიდობიანი მომლაპარაკებელი არ და ვერ იქნება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა სასამართლოს, სპეცნაზის და ძალის მეთოდებით ვერ მოხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის, მაგრამ პოლიციის და სპეცნაზის გამოგზავნა ამას ხელს არ უწყობს. ამ სიტუაციიდან არის ერთადერთი გამოსავალი, ნიკა მელია ციხეში არ წავა. დღეს ნიკა მელიას დაპატიმრება ნიშნავს უბრალოდ თავისუფლების დასამარებას; დღეს ნიკა მელიას დაპატიმრება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფსიქოლოგიურად ვბარდებით რუსეთს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics