2021-02-18 10:20:00, 383 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო - მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა
„აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოს“ ასე ეხმაურება აშშ-ის საელჩო საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განვითარებულ მოვლენებს.
საელჩო მოუწოდებს ორივე მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა.
„არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა“, - წერს საელჩო.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან