10:29 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-17 22:39:42, 483 ნახვა

პოლიტიკა
პროკურორი - ნიკა მელიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების აღსრულება გონივრულ ვადაში მოხდება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ  მოსამართლემ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შესაბამის ორგანოს დაავალა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ მელიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების აღსრულება გონივრულ ვადაში მოხდება.

„რაც შეეხება აღსრულების ნაწილს, სასამართლომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება შესაბამის ორგანოს დაავალა. აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებას შეასრულებს შესაბამისი ორგანო მაქსიმალურად გონივრულ ვადაში. გამომდინარე იქიდან, რომ ამას სხვა უწყება ასრულებს, მე კონკრეტულ პასუხს ვერ გეტყვით, თუმცა, კანონმდებლობაში კონკრეტული ვადა არ არსებობს. იმედს გამოვთქვათ, რომ განსხვავებით სასამართლოში არ გამოცხადებისა, ბრალდებული ამ შემთხვევაში მაინც გამოცხადდება შესაბამის ორგანოში და მოახდენს სათანადო ქმედებას“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ საბოლოო განაჩენი გამოაცხადა და ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებლად ომისთვის მზადყოფნა გამოაცხადა
CNBC: ტრამპმა ტექნოლოგიური გიგანტები 2025 წლის საბაზრო კრახის დროს შეიძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics