10:21 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-17 14:52:55, 528 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისია შეიქმნა

პარლამენტმა საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.

შესაბამისი დადგენილება, რომელიც  ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სესიაზე დღეს, 78 ხმით მიიღეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ოპოზიციისთვის საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობისთვის პარლამენტის კარი ღიაა.

ცნობისთვის, დადგენილების მიღებიდან 3-დღის ვადაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები უნდა განსაზღვროს და დასამტკიცებლად ბიუროს წარუდგინოს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებლად ომისთვის მზადყოფნა გამოაცხადა
CNBC: ტრამპმა ტექნოლოგიური გიგანტები 2025 წლის საბაზრო კრახის დროს შეიძინა
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში ელექტროენერგიისა და წყლის გათიშვა მოხდა - ერთი ქალი დაიღუპა.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics