2021-02-17 13:58:17, 563 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - ჩვენი გეგმა გუნდაობაა, დანარჩენი გახარიას, თალაკვაძეს, კობახიძესა და გომელაურს ჰკითხეთ
„ჩვენი გეგმა არის გუნდაობა, დანარჩენი გეგმა კითხეთ გახარიას, თალაკვაძეს, კობახიძეს და გომელაურს“, - ამის შესახებ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ვინც მოვა და დაიწყებს ძალადობას, მიიღებს პასუხს.
„დაპატიმრებილ ნიკა მელიას ვერ იხილავთ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც გეგმები უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას. ჩვენი გეგმა არის გუნდაობა, დანარჩენი გეგმა კითხეთ გახარიას, თალაკვაძეს, კობახიძეს და გომელაურს. კანონს არღვევენ თვითონ. ჩვენ ვიცავთ კანონს, ვემორჩილებით კანონს, ვინც მოვა და დაიწყებს ძალადობას, მიიღებს პასუხს”, - განაცხადა გიგი უგულავამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან