23:39 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-17 11:12:43, 1616 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 379 მძიმე პაციენტი მკურნალობს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 379 მძიმე პაციენტია, მათგან 103 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 პირი, ხოლო თვითიზოლაციაში 11 485 ადამიანი იმყოფება.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  19 192 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 628 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 564 PCR ტესტით.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 805, საიდანაც:1 828 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  810, აჭარაში - 166, იმერეთში - 421. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 379 პირი, მათ შორის, თბილისში - 156, აჭარაში - 39, იმერეთში - 113. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში - 67, აჭარაში- 6, იმერეთში - 14. 229 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 111 - თბილისში, 102 - აჭარაში, 12 - იმერეთში. 1 748 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 98, ხოლო აჭარაში - 45.

სულ  6 ოქტომბრიდან - 16 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 878 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 485 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 325 პირი, აჭარაში - 644, იმერეთში - 1 159“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics