|
2021-02-17 10:59:52, 425 ნახვა
სამართალი
სასამართლომ გენერალურ პროკურატურას „ბირჟა მაფიის“ საქმეზე დაკავებული გიორგი ქებურიას სასარგებლოდ 36 815 ლარის გადახდა დააკისრა
სასამართლომ გენერალურ პროკურატურას „ბირჟა მაფიის“ საქმეზე დაკავებული გიორგი ქებურიას სასარგებლოდ 36 815 ლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას GDI ავრცელებს. „2021 წლის 16 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას „ბირჟა მაფიის" საქმეზე გ. ქებურიას უკანონო დაკავების, უკანონო პატიმრობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გამო მორალური და მატერიალური ზიანის სახით 36 815 ლარის გადახდა დააკისრა. საქმეზე გიორგი ქებურიას ინტერესებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა წარმოადგენდა. „ბირჟა მაფიის" წევრები 2017 წლის 7 ივნისს ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. გიორგი ქებურიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას ედავებოდა. 2017 წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ქებურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რაც მალევე სააპელაციო სასამართლომ 20 000 ლარიანი გირაოთი შეცვალა. საგულისხმოა, რომ გიორგი ქებურიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2017 წლის 15 დეკემბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე შეწყდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გიორგი ქებურიას ქმედებაში ბრალდების სახით წარდგენილი დანაშაულის სისხლის სამართლის კანონით გათვალისიწინებული ნიშნები არ არსებობდა. პროკურატურის ამ დადგენილებას წინ უსწრებდა იმდროინდელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა, მათ შორის, მინისტრების განცხადებები, რომლებიც „ბირჟა მაფიას" შემოქმედებას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებდნენ. საქმის კონტექსტის, წარდგენილი ბრალდების სიმძიმისა და იმ უარყოფითი გავლენის გათვალისწინებით, რომელიც გიორგი ქებურიას უკანონო დაკავებით, პატიმრობითა და მის წინააღმდეგ წარმოებულ უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნით მიადგა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია და როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანის ანაზღურების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა“ - ნათქვამია განცხადებაში.
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)