|
2015-10-06 14:55:07, 436 ნახვა
პოლიტიკა
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ კვებით მომსახურებაზე 2013-2014 წლებში ჩატარებულ ყველა ტენდერში ერთი და იგივე კომპანიამ გაიმარჯვა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით, 2013-2014 წლებში ჩატარებულ ყველა ტენდერში ერთი და იგივე კომპანიამ გაიმარჯვა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია აღნიშნული. დასკვნის თანახმად, აუდიტის პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით, სულ 14 ტენდერი ჩატარდა და ყველა ტენდერში შპს „G.M.M.“-მა გაიმარჯვა. „2013 წელს ჩატარებულ SPA130003076 ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო ოთხმა პრეტენდენტმა - შპს „G.M.M.“-მა, შპს გეო ინვესტმა, შპს „თელა 2012“-მა და შპს KL Group-მა. შპს „თელა 2012“-მა წარმოადგინა სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით დაბალი ფასის მქონე სატენდერო წინადადება 1,408.9 ათას ლარზე (სავარაუდო ღირებულება 1,912.2 ათასი ლარი). ხოლო მომდევნო დაბალი ფასის სატენდერო წინადადება შპს „G.M.M.“-მა წარმოადგინა – 1,620.0 ათასი ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული ტენდერის მსგავსად, სატენდერო დოკუმენტაციის დასაზუსტებლად შპს „თელა 2012“-ს განესაზღვრა მინიმალური ვადა. დაზუსტებული ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობის გამო შპს „თელა 2012“ დისკვალიფიცირებული იქნა26 და გამარჯვებულად გამოცხადდა მომდევნო დაბალი ფასის სატენდერო წინადადების მქონე შპს „G.M.M.“. შედეგად, ხელშეკრულება გაფორმდა 211.1 ათასი ლარით მეტი ღირებულების მომსახურებაზე. გამოცხადებულ ყველა ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში კონტიგენტის რაოდენობასთან დაკავშირებით ბოლო შესწორებები შესულია წინადადების მიღების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, რაც ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს სირთულეს უქმნის შესაბამისი სატენდერო წინადადების მომზადებისთვის“, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში. აუდიტის სამსახურის ცნობით, აუდიტის პერიოდში კვებითი მომსახურების შესყიდვაზე ჩატარებული ყველა ტენდერის შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციით პრეტენდენტებისათვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები ითვალისწინებდა პრეტენდენტი კომპანიის დამფუძნებლის ან მენეჯმენტის მინიმუმ 2-წლიან ინფორმაციას კვების მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ. "წარმოდგენილი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები კი არ შეესაბამება კვების ტექნოლოგიაში გამოცდილებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მაგრამ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რადგან დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმები კვების მომსახურე კომპანიის შერჩევასთან დაკავშირებით იყო შეუსაბამო და არასათანადო", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)