09:32 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-16 13:26:16, 570 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - ნიკა მელია ზღვარს გაცდა ჩემთან მიმართებაში, აშკარად სიტყვა გაექცა და ზედმეტები მოსდის

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია მასთან მიმართებაში ზღვარს გაცდა, სიტყვა გაექცა და მას ზედმეტები მოსდის, თუმმა ამ ყველაფე

ალეკო ელისაშვილმა მოუწოდა მმართველი გუნდის დეპუტატებს, რომ არ დაუჭირონ მხარი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხს.

„ვიღაცამ შეიძლება მითხრას რას ექომაგები იმ კაცს, რომელიც დილიდან შენზე საძაგლობებს იძახისო, ფაქტია, რომ ნიკა მელია ზღვარს გაცდა ჩემთან მიმართებაში, აშკარად სიტყვა გაექცა და ზედმეტები მოსდის, თუმცა მძიმე ემოციური ფონი აქვს და მაინც ამას მივაწერ და ამით გავამართლებ მის ქმედებას, ამიტომ მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ, რომ თუ გვინდა ნორმალური ქვეყანა, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ „ნაციონალური მოძრაობისადმი“ ან ნიკა მელიასადმი, არ დაუჭიროთ მხარი მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, იმიტომ რომ, რაღაც დროის შემდეგ თქვენც აღმოჩნდებით ოპოზიციაში და აუცილებლად დაგვეთანხმებით, რომ ჩვენი ეს მოთხოვნა სწორი იყო. ემოციების და პირადი დამოკიდებულებების გარეშე თუ მივეჩვევით ქართველი პოლიტიკოსები გადაწყვეტილებების მიღებას, გაცილებით უკეთესი იქნებოდა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics