08:12 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-15 18:13:36, 626 ნახვა

პოლიტიკა
სერგეი გავრილოვი: ნიკა მელიასგან იღვრება სიცრუე, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს იმიჯის შელახვას ცდილობენ

სიცრუე, რომელიც იღვრება 20 ივნისი მოვლენების ინტერპრეტირებისას მელიას მიერ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი, - ასე ეხმაურება რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი 20 ივნისის მოვლენებზე ნიკა მელიას განცხადებებს.

როგორც სერგეი გავრილოვმა „ტვ პირველთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა საქართველოში მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, ამბოხებები, რეპრესიები და დიქტატურა. 

„საქართველოში მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხებები, რეპრესიები და დიქტატურა. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, მისი დამოუკიდებელობისა და სუვერენიტეტის სასარგებლოდ. ოპოზიციისა და გადატრიალებაში მონაწილეების ერთ-ერთი მიზანია მაქსიმალურად გაართულონ საქართველოს ურთიერთობა, ეკონომიკურ, სულიერ და კულტურულ საკითხებში მის შესაძლო პარტნიორებთან, მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოწყვიტონ ის მეგობრებისგან. ის სიცურე, რომელიც იღვრება მაშინდელი მოვლენების ინტერპრეტირებისას ბატონი მელიას მიერ, რომელსაც მე არ ვიცნობ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობელბის თვალში“, - განაცხადა სერგეი გავრილოვმა „ტვ პირველთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics