|
2021-02-15 13:22:41, 425 ნახვა
საზოგადოება
არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის თეატრალური წარმოდგენა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა
პანდემიის მიუხედავად, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის პროექტები არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის გრძელდება. დღეს #11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლის ჩვენება ონლაინ რეჟიმში გაიმართა. „მე ვხედავ მზეს" - ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ თეატრალურ წარმოდგენას 20 მსჯავრდებული დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, მსჯავრდებულებს მოზარდმაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელთან და სპექტაკლის მთავარ მოქმედ გმირებთან საუბრის შესაძლებლობაც ჰქონდათ. ონლაინ ჩართვა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ქართული თეატრის ისტორიას გაეცნენ. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიულოგიური მდგომარეობის გამო პროექტებს დისტანციურ რეჟიმში ახორციელებს. შეზღუდვების პერიოდში უწყებამ არაერთი ასეთი ღონისძიება გამართა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)