18:07 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-15 11:05:33, 671 ნახვა

რეგიონი
კახეთში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, მოქალაქეს, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი  კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ჰქონდა მოწყობილი.

ქალაქ ახმეტაში კი, მოქალაქეებს, უკანონო, ლენტური ტიპის სახერხი საამქროები საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ განთავსებული. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთ-ერთი სახერხის მიმდებარე ტერიტორიიდან 1 კუბური მეტრი წიფლის სახეობის ე.წ. შავად ნამზადი დეტალი - პარკეტის დაუმუშავებელი ფილები ამოიღეს.   

ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics