2021-02-15 09:47:34, 495 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის შესახებ საკითხს ბიუროს სხდომაზე დღეს განიხილავენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის შესახებ საკითხი ბიუროს სხდომაზე დღეს განიხილავენ.
როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, საკითხი ბიუროს მიერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და იურიდიულ კომიტეტს დაეწერება, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე გავა.
„თუ არ მოხდება მის მიერ კანონის შესრულება, ანუ გირაოს გადახდა, ბუნებრივია, რომ მას მოეხსენება იმუნიტეტი და ამის შემდეგომ გაგრძელდება პროცედურა შესაბამისად,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან