13:54 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-14 20:15:01, 553 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ე.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს, ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი - 1974 წელს დაბადებული ვ.ლ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics