|
2021-02-14 17:54:06, 1156 ნახვა
მსოფლიო
2016 წლის შემდეგ პირველად, დასავლეთ აფრიკაში ებოლავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა
დასავლეთ აფრიკაში 2016 წლის შემდეგ პირველად, ებოლავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს. მედიის ცნობით, მათ შორის 1 ექთანია, რომელიც ვირუსით იანვრის ბოლოს დაინფიცირდა. ამჟამად ქვეყანაში ებოლასთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ფაღარათი, პირღებინება და სისხლდენა კიდევ 8 ადამიანს აქვს. მედიის ცნობით, 2013-2016 წლებში, ებოლას ეპიდემიის დროს, ჯამში 11 300 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივი ჯანდაცვის სააგენტო იუწყება ისინი ყველა კონტაქტის მოძიებას ცდილობენ. მათივე თქმით, გვინეა დაუკავშირდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) და ჯანმრთელობის დაცვის სხვა საერთაშორისო სააგენტოებს ებოლას ვაქცინების შესაძენად. როგორც ვიცით, ვაქცინებმა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს გადარჩენის მაჩვენებლები. ”WHO აძლიერებს მზადყოფნას და პასუხობს ძალისხმევას # ებოლას პოტენციური გავრცელების შეჩერებასთან დაკავშირებით დასავლეთ აფრიკაში, რეგიონში, რომელიც ებოლამ 2014 წელს საკმაოდ დააზიანა,” - განაცხადა სააგენტოს რეგიონულმა დირექტორმა აფრიკაში მატშიდისო მოეტმა Twitter- ზე. ცნობისთვის, პირველად ეს ვირუსი 1976 წელს გამოჩნდა. სახელწოდება უკავშირდება მდინარე ებოლას, რომლის ნაპირებზე პირველი ეპიდემიური აფეთქება მოხდა.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)