|
2021-02-13 16:34:51, 495 ნახვა
საზოგადოება
„ჰაერისთვის, რომელსაც ვსუნთქავთ“ – „გავიგუდე“ რუსთავის მერიასთან აქციას მართავს
„ჰაერისთვის, რომელსაც ვსუნთქავთ“, – ამ ლოზუნგით მოძრაობა „გავიგუდე“ რუსთავის მერიასთან აქციას მართავს. აქციის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ არც მე-4 დაპირება შეასრულა და თებერვალშიც არ აპირებს, მიიღოს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული კანონები. აქტივისტები და მოქალაქეები აღნიშნული კანონის მიღებას მოითხოვენ და ხელისუფლებას კანონის მიღებისთვის ბოლო ვადას 4 მარტს უსახელებენ. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პერიოდისთვის კანონი არ იქნება მიღებული, მოძრაობა 7 მარტს მასშტაბურ აქციას აანონსებს. „გავიგუდეში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლება მოსახლეობას 4-ჯერ დაჰპირდა კანონის მიღებას, თუმცა უშედეგოდ. აქციის წევრებმა მერიასთან გააჟღერეს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება, სადაც გახარია მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო ლაცაბიძის წარდგენისას მოქალაქეებს 1-ელ იანვრამდე კანონის მიღებას დაპირდა. აქციის წევრები საწარმოო ტერიტორიისკენ ავტომსვლელობასაც მოაწყობენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)