|
2021-02-12 19:38:01, 506 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, აგლაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისში, აგლაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში აგლაძის ქუჩაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამკლიანება და ღია ცეცხლი. შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველმა მორეაგირე ჯგუფებმა. სიტუაციის შეფასების შემდეგ, აგლაძის ქუჩის მიმართულებით გავიდნენ დამატებით სახანძრო-სამაშველო დანაყოფები. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია სამშენებლო მასალების საწყობებზე. დაშავებულების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ინფორმაცია არ შემოსულა. აგლაძის ქუჩაზე იმყოფებიან და ქრობის სამუშაოებს ხელმძღვანელობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი“, - ვკითხულობთ განცხადებაში. ამ დროისთვის ადგილზე უკვე მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)