|
2021-02-12 14:50:03, 1403 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე მოუსმინეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ნდობის ჯგუფის ფორმატში მოუსმინეს, სადაც უწყების ხელმძღვანელმა განხორციელებული რეფორმების, სპეციალური პროგრამებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. თავდაცვის მინისტრმა, დახურულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ნდობის ჯგუფის წევრებს უწყების მიერ მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების ათწლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვით აქტიურად მიმდინარეობს ჯავშან-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარება. ასევე, უწყების ხელმძღვანელმა ნდობის ჯგუფის წევრებთან თავდაცვის ძალების სადაზვერვო შესაძლებლობები, საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები, კიბერუსაფრთხოების გამოწვევები და სამხედრო მრეწველობის განვითარების გეგმები განიხილა. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზეც.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)