08:38 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 13:56:40, 448 ნახვა

საზოგადოება
გთხოვთ, რუსეთში ექსტრადირებისგან დამიცავით - ალექსანდრ ბანდიუკოვი საზოგადოებას მიმართავს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოდან რუსეთში ადამიანების ექსტრადიციის მანკიერი და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პრაქტიკის გამო.

EMC მოვუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ექსტრადიციისა და ამდენად, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის კიდევ ერთი მოსალოდნელი მსხვერპლის, ალექსანდრ ბანდიუკოვის საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისკენ.

გარდა ამისა მიმართვა გაავცელა თავად ალექსანდრ ბანდიუკოვმა, სადაც საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს.

„უბრალო ხალხს, ქართველ საზოგადოებას, დამიცვან. მე ბევრი რამ მაქვს ქართველი საზოგადოებისათვის საჩვენებელი. თითქმის ორი წელი ვიბრძოდი რუსეთში, შემდეგ კი ამდენივე ხანს საქართველოში. როდესაც მივხვდი, რომ დიდი საფრთხე მემუქრება, საჩივარი შევიტანე ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში (ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ანალოგი) და ჩემი საჩივარი მიიღეს მხოლოდ 4 დღეში. მე არ მსურდა საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის შეტანა, ეს გარემოებებმა მაიძულა. მე მიყვარს საქართველო! მიყვარს ქართველი ხალხი! მე მინდა აქ ცხოვრება! სამართლიანობის, სიკეთისა და კანონის სახელით ვთხოვ სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს ხალხს, დამიცავით“, - აცხადებს ალექსანდრ ბანდიუკოვი.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics