15:23 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-11 15:43:46, 548 ნახვა

სამართალი
ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა „ტვ. პირველის“ ეთერში გასული ინფორმაციის გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, გელა კვაშილავამ, „ტვ. პირველის“ ეთერში გასული ინფორმაციის გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

კვაშილავას განცხადებით, ტელეკომპანიამ მის შესახებ ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაცია გაავრცელა.

მისივე თქმით, ინფორმაცია, რომ ქალაქ ფოთში ნარკოტიკული საშუალებებით გადაადგილდებოდა, სიცრუეა. როგორც ის აღნიშნავს, „ტვ. პირველისგან“ მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.

“როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღვნიშნე, ვიბრძოლებ ჩემი უფლებებისთვის. სასამართლოს მივმართე სარჩელით და ტელეკომპანია "პირველისგან" მოვითხოვ, უარყონ გავრცელებული ინფორმაცია და ჩემი უფლებების დარღვევისთვის ვითხოვ მორალური ზიანის ანაზღაურებას. ჩემ შესახებ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია და გამოგონილი ამბები. დარწმუნებული ვარ, სიმართლე გაიმარჯვებს”, – განაცხადა გელა კვაშილავამ​.

„გელა კვაშილავა მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "პირველის" მიერ მის მიმართ გავრცელდა ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაცია მტკიცებით ფორმაში, რაც მიზნად ისახავდა მისი, როგორც პოლიციელის და სამინისტროს დისკრედიტაციას. სარჩელით მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეული პოლიციელის უფლებების სამართლებრივ დაცვას განახორციელებს - ვისი, როგორც პოლიციელის მიმართაც, მოხდება ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელება. სარჩელი გამყარებულია შესაბამისი მტკიცებულებებით და ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოს მიერ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, გელა კვაშილავას ინტერესების დამცველმა მარიამ კერესელიძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 30 იანვარს ტელეკომპანია "პირველმა" სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაური - გელა კვაშილავა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში დაადანაშაულა, ასევე, ამავე ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა მისი სურათი. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა აუხსნა, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობდა, რეპორტაჟი მაინც მტკიცებით ფორმაში გავიდა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics