06:41 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-11 14:40:29, 568 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - არანაირი ინფორმაცია, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ გამაჩნია

არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ გამაჩნია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტიაში მიმდინარეობს დისკუსია სტრატეგიაზე, რომლის ნაწილიც სტრუქტურული ცვლილებები და პერსონალური გადაწყვეტილებებია.

„რამდენიმე დღის წინ პრესაში არაზუსტი ფორმით გაჟონა ინფორმაციამ. არანაირი ინფორმაცია მე იმის თაობაზე, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ გამაჩნია. აქ არის დისკუსია სტრატეგიაზე, რომლის ნაწილიც არის სტრუქტურული ცვლილებები და ამ სტრატეგიის ნაწილი, ასევე, არის პერსონალური გადაწყვეტილებებიც. არც ერთი ასეთი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის, საბოლოო. როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ბუნებრივია, საზოგადოებას და მათ შორის, მედიას ექნება ამის შესახებ ინფორმაცია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ პარტიაში სტრუქტურული ცვლილებები დააანონსა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics