|
2021-02-11 13:13:47, 514 ნახვა
სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს. სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთ ბრალდებულს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, დაკითხავენ. ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ჩვენების თანახმად, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულიად უდანაშაულოა. „დღევანდელ სხდომაზე გაგრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, კერძოდ, წინა სხდომაზე ჩვენ დავიწყეთ ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის დაკითხვა და ასე ვთქვათ, ჯვარედინი დაკითხვის ეტაპზე მოხდა პროცესის გადადება. დღეს განახლდება და ნიკოლოზ რევაზიშვილი სასამართლოს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა 19 ივნისის ღამეს. ნიკოლოზ რევაზიშვილის ჩვენებით დასტურდება, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილი არის სრულიად უდანაშაულო და მთლიანად თავდაყირა დგება ბრალდების მხარის აბსურდული ვერსია და ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოება“, - აცხადებს ადვოკატი.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)