06:04 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-11 09:20:23, 519 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში აქცენტი გაკეთდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში აქცენტი გაკეთდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მომხსენებლებთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარებაც.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ასევე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე. ამ კონტექსტში საერთაშორისო საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მათი კონსოლიდირებული ძალისხმევის და გაძლიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობა, რათა დაუყოვნებლივ და უპირობოდ მოხდეს დღესდღეობით საქართველოს ყველა მოქალაქის გათავისუფლება, რომლებიც იმყოფებიან უკანონო პატიმრობაში, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. ამავე კონტექსტში მადლიერება გამოვხატეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, რომელმაც ახლახანს თავისი მხარდამჭერი განცხადებით დაგმო ზაზა გახელაძისთვის უკანონოდ გამოტანილი სასჯელი“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics