|
2021-02-10 15:25:54, 505 ნახვა
სამართალი
გამოსახლების საქმეების წარმოების პროცესის მხოლოდ ერთი კომპონენტი, სახლიდან იძულებით გამოყვანა, შეჩერებულია
მსოფლიოსა და საქართველოში არსებული პანდემიური ვითარების გამო, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, შეჩერებულია გამოსახლების საქმეების წარმოების პროცესის მხოლოდ ერთი კომპონენტი - სახლიდან იძულებით გამოყვანა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აღსრულების ბიურომ განუცხადა. „რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამოსახლების საქმეების წარმოება ჩვეულებრივ მიმდინარეობს. უფრო მეტიც, 2020 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით, იმ პერიოდში, როდესაც შეჩერებული იყო სახლიდან იძულებით გამოყვანის პროცესი, აღსრულების პოლიციამ გამოსახლების კატეგორიის 37 საქმე დაასრულა მორიგებით, რაც იმას ნიშნავს, რომ აღსრულების ბიურო ხელმძღვანელობს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკით და დავების გადაჭრისას, ორიენტირებულია მათ მორიგებაზე და არა - იძულების ღონისძიებებზე. იმ შემთხვევებში კი, სადაც მხრეებს შორის მორიგების მიღწევის შესაძლებლობები სრულადაა ამოწურული, აღსრულების ეროვნული ბიურო იძულების ღონისძიებების განხორციელებას განაახლებს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მისცემს“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)