|
2015-10-05 15:29:21, 584 ნახვა
პოლიტიკა
ვანო ჩხიკვაძე: ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების ვერ მიღებამ, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის პროცესზე გავლენა იქონიოს
ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერ ვანო ჩხიკვაძეს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების იმედი აქვს. თუმცა, როგორც ჩხიკვაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ევროკომისიის რეკომენდაციები ქართული მხარის მიერ სრულყოფილად არაა შესრულებული და არის საკითხები, რომელთა შესრულებაც უკეთესად შეიძლებოდა. ვანო ჩხიკვაძეს ერთ-ერთ ასეთ საკითხად ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების ( მისი გავრცელება კერძო სექტორზეც) შეტანა მიაჩნია, რომლის მიღებაც პარლამენტმა დღემდე ვერ შეძლო. "ჩემი აზრით, საერთო ჯამში ყველაფერი მართლაც შესრულდა, თუმცა არის საკითხები, რაც ვფიქრობ, სჯობდა, უკეთესად შესრულებულიყო. სრულად არ არის მაინც შესრულებული. პირველ რიგში, ვგულისხმობ იმას, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო, რომელიც ევროკავშირმა მისცა საქართველოს მთავრობას - მე-2 პროგრესს ანგარიშის გამოქვეყნებისას, ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანა, რათა ის გავრცელებულიყო კერძო სექტორზეც. სამწუხაროა, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებების მიღება ვერ მოახერხა, რამაც შეიძლება ამ პროცესზე გავლენა იქონიოს. ალბათ, უფრო მეტის გაკეთება იყო საჭირო ტერეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისითაც. ყოველ შემთხვევაში, ბოლო ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, დიდი და მასშტაბური ცვლილებები არ არის ასახული. მიუხედავად ამისა, მე იმედიანად ვარ განწყობილი და მგონია, რომ მაინც იქნება დადებითი გადაწყვეტილება, თუმცა ვნახოთ, არმინდა მოვლენებს გავუსწრო. პირადად მე იმედი მაქვს, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი სამუშაო გაწია საქართველს მთავრობამ და 95% ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა შესრულებულია. ვნახოთ, რამდენად არ მიაქცევს ასეთ მცირე საკითხებს ევროკომისია ყურადღებას",-განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ "ექსპრესნიუსთან" საუბარში. ინფორმაციისთვის, საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში 28 სექტემბერს 4 დღიანი ვიზიტით საქართველოს ევროკავშირის შემფასებელი მისია ეწვია და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები შეაფასა. საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რიგით მე-4 ანგარიში მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გამოქვეყნდება, რის შედეგადაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი დასრულდება. არსებული პროცედურის თანახმად, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპის პარლამენტს, საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ, რის შემდეგაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ უნდა იქნას პოლიტიკური გადაწყვეტილება. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში (+ შენგენის 4 კანდიდატი ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი) უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)