05:29 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-08 21:25:58, 570 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო საარჩევნო სისტემასაც

„მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნები" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მართველი პარტია და საზოგადოება სხვა საპარლამენტო პარტიების პოზიციებსაც ელოდება.

„ყურადღება მინდა შევაჩერო ერთ მნიშნელოვან საკითხზე, ბოლო რამდენიმე დღეა გვესმის ჩვენი კოლეგებისგან განცხადება, რომ თუ ჩვენ დავთანხმდებით ნულოვან ბარიერს ყველა საპარლამენტო არჩევნებში, ისინი შემოვლენ პარლამენტში.

ვხდებით, რომ საუბარია პარტია „გირჩზე“.

ისინი ასევე აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში სხვა პარტიებიც შემოვლენ, ეს განცხადებები იყო საჯარო და ასევე პირად საუბრებშიც.

შეგახსენებთ, რომ მემორანდუმით, რომელიც ღია ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, ჩვენ ისედაც გვაქვს ვალდებულება, რომ საარჩევნო ბარიერმა დაიწიოს 0-დან 3-%მდე.

მართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი გადაწყვეტილება თუ რა სჯობს ქვეყნისთვის.

სამწუხაროთ, დღემდე არ მოგვისმენია სხვა საპარლამენტო პარტიების დამოკიდებულება და პირობა იგივე საკითხთან დაკავშირებით.

საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს მათი პოზიცია ემთხვევა თუ არა პარტია „გირჩი“ პოზიციებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics