11:07 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-08 10:16:09, 465 ნახვა

საზოგადოება
პროექტი „გარემოსათვის უსაფრთხო, ინოვაციური საშუალებებით ბიოთხილის წარმოების ხელშეწყობა“ დასრულდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებული საგრანტო პროექტი „გარემოსათვის უსაფრთხო, ინოვაციური საშუალებებით ბიოთხილის წარმოების ხელშეწყობა“ დასრულდა. პროექტის ფარგლებში, თხილის დომინანტური მავნებლები და დაავადებები გამოვლინდა, შესწავლილ იქნა თხილის 18 პათოგენური მიკროორგანიზმი, გამოიცა ბროშურა „თხილის  მავნებელ-დაავადებები და მათი მართვა ბიომეურნეობაში“, ასევე, სამეცნიერო სტატია და საკონფერენციო თეზისები, შეიქმნა 3 წლის აგროკლიმატური მონაცემების ბაზა.

პროექტი „გარემოსათვის უსაფრთხო, ინოვაციური საშუალებებით ბიოთხილის წარმოების ხელშეწყობა“, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული, ფუნდამენტურ კვლევებში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტს ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენელი, მანანა კერესელიძე ხელმძღვანელობდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics