04:05 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-05 11:54:06, 611 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ მეგრელიშვილი - ერთადერთი შანსი, რომ რევოლუციური გეგმები არ დაიხატოს ქვეყანაში, მოლაპარაკებების მშვიდობიანად დასრულებაა

 „ერთადერთი შანსი, რომ რევოლუციური გეგმები არ დაიხატოს ქვეყანაში,  მოლაპარაკებების მშვიდობიანად დასრულებაა“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩს“ აქციებზე არ იქნება მანამ, სანამ ოპოზიციის გეგმა ცნობლი არ იქნება.

„ისეთი ნაბიჯი, რომელიც საქმით აჩვენებს შერიგების მცხელობას მხარეებს შორის, უნდა გადაიდგას ნაციონალური მოძრაბის და ქართული ოცნების მხრიდან და ჩვენ ყველანაირად შევეცდებით ამ პროცესს ხელი შევუწყოთ. როგორც მინიმუმ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ვიდრე ეს პარტიები არ მიიღებენ გადაწყვეტილებას. არავითარ შემთხვევაში არ იხილავთ გირჩს საპროტესტო აქციებზე მანამდე, ვიდრე გირჩს, ისევე როგორც თქვენ არ გეცოდინებათ ოპოზიციის ნამდვილი გეგმა. და ნამდვილი გეგმა როგორც ჩანს ჯერ-ჯერობით არ იცის არავინ. ჯერ-ჯერობით ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი შანსი, რომ რევოლუციური გეგმები არ დაიხატოს ამ ქვეყანაში, არის რომ მოლაპარაკებები დასრულდეს მშვიდობიანად“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics