03:38 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-03 18:38:49, 566 ნახვა

პოლიტიკა
ნათია თურნავამ ესტონეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და ესტონეთის ელჩს საქართველოში, რიინა კალიურანდს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მინისტრმა და ელჩმა განიხილეს საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა, რომ მჭიდრო პოლიტიკური ორმხრივი და ეკონომიკური კოოპერაციის მიუხედავად, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები სასურველია, უფრო მეტად განვითარდეს, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის ერთობლივი კომპანიების დაფუძნების გზით. პირველ რიგში, საუბარია ორმხრივ ვაჭრობაზე და თანამშრომლობაზე ინვესტიციებისა და ინოვაციების მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა საქართველოსა და ესტონეთის გამოცდილება კოვიდ-პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ყურადღება გამახვილა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე პოსტკოვიდურ პერიოდში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics