03:38 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-03 13:24:29, 573 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის ბოიკოტი უხეში პოლიტიკური შეცდომაა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი არის პოლიტიკური შეცდომა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, დემოკრატია არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება ყოველთვის წამგებიანია.

„ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლიანად შეასრულა 8 მარტის შეთანხმებით მიცემული პირობა დემოკრატიული რეფორმების შესახებ – დანერგა არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა და შეცვალა საარჩევნო კოდექსი.  სამწუხაროდ, ამ შეთანხმების მიუხედავად – მაშინ, ისევე როგორც დღეს – ოპოზიციამ აირჩია ბოიკოტი და უარი თქვა მონაწილეობაზე. პარლამენტში მათ მხარი არ დაუჭირეს ცვლილებებს, რომელზეც წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ კრიტიკულად აუცილებელი იყო ქვეყნისთვის.

მიმაჩნია, რომ ეს იყო უხეში პოლიტიკური შეცდომა, რომელშიც სულ მალე, რამდენიმე თვეში, მაშინდელმა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების დროს პოლიტიკური ფასი გადაიხადა – მათ ახალ არჩევნებში მინიმალური მხარდაჭერა მიიღეს და ახალ პარლამენტში პოზიციები დაკარგეს. სულ მალე, მე ვფიქრობ, რომ რეფორმებს, რომელიც ჩვენ გავატარეთ, საზოგადოება შეაფასებს უფრო ფართო კონტექსტში, თუ როგორ შეძლებს მეათე მოწვევის პარლამენტი და ოპოზიციური სპექტრის ის წარმომადგენლობა, ვინც საზოგადოებამ აირჩია, თავისი ფუნქციების შესრულებას. მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი, მაშინაც და დღესაც იყო პოლიტიკური შეცდომა, რადგან დემოკრატია  არის მონაწილეობა და მონაწილეობაზე უარის თქმა, დემოკრატიის ბოიკოტირება ყოველთვის წამგებიანია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics