22:49 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-04 10:52:43, 585 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ წყალდიდობის პრევენციის თემაზე ყვარელში სწავლება ჩაატარა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ თანაორგანიზებით, წყალდიდობისას  საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სისტემის სიმულაციური ჩვენება განახორციელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება პროექტის „წყალდიდობის საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია საქართველოში, მდინარეების კაბალისა და დურუჯის განსაკუთრებული გათვალისწინებით“ ფარგლებში, წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით ჩატარდა.

 ტრენინგი თეორიული, პრაქტიკული და შემაჯამებელი ნაწილებისგან შედგებოდა.

„მდინარე დურუჯის ხეობის ჰიდრომეტეოროლოგიური, მორფოლოგიური და გეოლოგიური მახასიათებლები ღვარცოფული პროცესების პერიოდულად გააქტიურებას განაპირობებს. შესაბამისად, სწავლება მოსალოდნელ საფრთხეზე კოორდინირებული რეაგირების დახვეწის მიზნით ჩატარდა“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.  

ტრენინგს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“, საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს, საერთაშორისო დახმარების პოლონეთის ცენტრის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ყვარლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics