18:28 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-02 10:51:17, 544 ნახვა

სამართალი
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუცხადა.

მათი ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1984 წელს დაბადებული ვ.ბ. თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, 1969 წელს დაბადებულ კ.ლ.-სთვის, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის ID ბარათის დამზადების სანაცვლოდ მოტყუებით დაეუფლა 300 აშშ დოლარს.

კერძოდ, შეხვედრაზე ვ.ბ.-მ კ.ლ.-ს შესთავაზა ევროპის ნებისმიერი ქვეყნის ID ბარათის დამზადება, რომლის მეშვეობითაც იგი სასურველ ქვეყანაში უპრობლემოდ ცხოვრებას შეძლებდა, ასევე განუმარტა, რომ ID ბარათის ღირებულება იყო 5680 აშშ დოლარი და შეეძლო ამ თანხის ეტაპობრივად გადახდა. ვ.ბ.-მ კ.ლ-ს 300 აშშ დოლარი წინასწარ მოტყუებით გამოართვა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ვ.ბ თბილისში დააკავეს. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა მოქალაქეების პირადობის მოწმობები და სხვა დოკუმენტები.

თაღლითობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - განაცხადეს შსს-ში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
კობახიძე ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრაზე - ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა მეგობრული
ზუგდიდში დევნილთათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics