02:34 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-01 15:32:25, 568 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელების როტაცია სწორი პრაქტიკაა, ასე ხდება ყველგან, მათ შორის ჩვენთანაც

სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელების როტაცია სწორი პრაქტიკაა, ასე ხდება ყველგან, მათ შორის ჩვენთანაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული თანამდებობები დატოვეს ადამიანებმა, რომლებიც ჯერ კიდევ მისი შინაგან საქმეთა მინისტრობისას იყვნენ დანიშნულნი.

„ჯერ ერთი მინდა გითხრათ, ყოველთვის მიჭირს ჭორების კომენტარები. შს მინისტრი მეც ვიყავი და საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, სწორი პრაქტიკა. ეს ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩემს დროს იყვნენ დანიშნული, ორ წელიწადზე მეტია, ამ თანამდებობებზე მსახურობდნენ. ახლა ხდება მათი როტაცია, ეს არის ნორმალური. მაშინ მე ვნიშნავდი დეპარტამენტის უფროსებს, დღეს ბატონი გომელაური არის მინისტრი და ის ნიშნავს მათ. ეს არის ნორმალური, ასე ხდება ყველგან და ასე უნდა მოხდეს ჩვენთანაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics