10:50 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-01 14:21:33, 800 ნახვა

მსოფლიო
„ბიოენტექისა“ და „ფაიზერის“ კომპანიები ევროკავშირს ვაქცინის 75 მილიონით მეტ დოზას გადასცემენ

„ბიოენტექისა“ და „ფაიზერის“ კომპანიები დებენ პირობას, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 75 მილიონზე მეტ დოზას გადასცემენ.

ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაციის გავრცელების პროგრამა შეფერხებით მიმდინარეობს.

BioNTech-Pfizer-სა და AstraZeneca-ს ვაქცინის წარმოებაში პრობლემები შეექმნათ, რამაც ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაციის მაჩვენებლები ისრაელთან, შეერთებულ შტატებთან და ბრიტანეთთან შედარებით მნიშვნელოვნად შეამცირა.

გერმანული კომპანია BioNTech-ი და ამერიკული კომპანია Pfizer-ი თებერვალში, გერმანიის ცენტრალურ ქალაქ მარბურგში ახალ საწარმოს გახსნიან, რომლის საშუალებითას შესაძლებლობა ექნებათ, რომ ყოველწლიურად 750 მილიონი ვაქცინის დოზა აწარმოონ.

საერთო ჯამში, BioNTech-Pfizer-ი ევროკავშირისთვის 2021 წლის ბოლომდე დაახლოებით, 2 მილიარდი დოზის ვაქცინის წარმოებას გეგმავს, რაც დაგეგმილზე 1.3 მილიარდით მეტია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics