02:34 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-01 12:58:05, 538 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციონერებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე - პრაქტიკულად, მათ უწევთ უკან დახევა

პრაქტიკულად, მათ უწევთ უკან დახევა და გარკვეული პოზიციების გადასინჯვა, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ოპოზიციის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ცნობილი გახდება ოპოზიციის საბოლოო პოზიცია.

"პრაქტიკულად, მათ უწევთ უკან დახევა და გარკვეული პოზიციების გადასინჯვა. ეს ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ როგორც გარკვეული საკითხების გადაფასება. ისინი მზად არიან გარკვეული საკითხები ხვალამდე გადააფასონ, ვიდრე ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ. ამიტომ, ჩვენც ვიტოვებთ უფლებას ამ საკითხზე ვიმსჯელოთ გუნდში. ვიდრე საბოლოოდ არ გვეცოდინება მათი პოზიცია, წინმსწრებად არ გავაჟღერებ პოზიციას რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს დამოკიდებული იქნება მათ პოზიციაზე. ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics