01:54 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-30 15:35:06, 786 ნახვა

პოლიტიკა
კონფლიქტის დროს ან უნდა იომო, ან ისაუბრო - სერგეი შამბა აცხადებს, რომ საქართველოს აფხაზეთთან დიალოგი არ სურს

როდესაც კონფლიქტია უნდა იომო, ან უნდა ისაუბრო, ყველასთვის გასაგებია, რომ ომი არავის არ გვსურს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უშიშროების მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა.

ე.წ უშიშროების მდივანი სერგეი შამბა საქართველოს დიალოგისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანას არ აქვს დიალოგის სურვილი აფხაზეთთან.

„უკვე თითქმის 30 წელი გავიდა ომიდან. ჩვენ მუდმივად ვერ ვიქნებით მტრულ დამოკიდებულებაში, ჩვენ ვართ მეზობელი ქვეყნები, უნდა ვისაუბროთ, უნდა გვქონდეს დიალოგი. საქართველოსთან დიალოგი უნდა მოდიოდეს ორმხრივ ფორმატში, თუმცა მათი მხრიდან არ არის ამის სურვილი.

მაგალითისთვის რომ ავიღოთ, გალში, ჟენევის ფორმატში იყო ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებული დიალოგი. ჩვენ გვაქვს კითხვები, თუ რატომ არ არის ჩვენს შორის კომუნიკაცია. მაგალითად, როდესაც ჩვენ ამ საკითხზე ვსაუბრობთ, რუსეთმა უკვე გადაწყვიტა რკინიგზის საკითხი და ტვირთები გავა აზერბაიჯანის გავლის სომხეთში და შემდეგ თურქეთში, როცა შესძლებელი იყო, რომ ტვირთებს აფხაზეთიდან გაევლო. ამდენი წლის მანძილზეც შეიძლებოდა, რომ რკინიგზა ყოფილიყო. ამ თემას ყურადღებას არც საქართველო, არც აფხაზეთი არ აქცევს, სინამდვილეში კი, ეს კომუნიკაციისთვის არის გადასარევი საკითხი. როდესაც კონფლიქტია უნდა იომო, ან უნდა ისაუბრო. ყველასთვის გასაგებია, რომ ომი არავის არ გვსურს. ჩვენ ვამბობდით, მოდით ვისაუბროთ და გადაწყვეტოთ კანონის ფარგლებში აღნიშნული საკითხები“, - განაცხადა სერგეი შამბამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics