|
2021-01-27 15:01:15, 566 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიას ზონალური სტატუსი არ შეცვლია, არც შეიცვლება და არც შეუსაბამო პროექტის განხორციელება იგეგმება
რეკრეაციულ ზონაში შესაძლებელია გარკვეული პროექტების განხორციელება, რომელიც ამ ზონას შეესაბამება- განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომლის ინფორმაციით, თითქოს თბილისის მერია ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ არსებული ნაკვეთის გასხვისებას და ზონის შეცვლას გეგმავს. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა და ზონალური სტატუსი რეკრეაციულ სივრცეებს არ შეცვლია. „ზონალური სტატუსი არაფერზე შეცვლილა. რაც იყო რეკრეაციული სივრცე, დღესაც რეკრეაციული ზონაა. პრობლემა, რაც იყო წინა ხელისუფლების პერიოდში, არის ის, რომ „მზიურის“ დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, გასხვისდა და იქ გახორციელდა მშენებლობები. რეაბილიტაცია, რომელიც ჩვენ გასულ წელს დავამთავრეთ, განხორციელდა მხოლოდ იმ დარჩენილ მონაკვეთს, რომელიც გადაურჩა წინა ხელისუფლებას. რაც შეეხება კონკრეტულ მიწის ნაკვეთს, რეკრეაციულ ზონაში არის შესაძლებელი გარკვეული პროექტების განხორციელება, რომელიც ამ ზონას შეესაბამება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს კაფე, ბარი, საგამოფენო სივრცე, მაგრამ აქ საუბარი არ არის ზონის ცვლილებაზე და ისეთი პროექტის განხორციელებაზე, რომელიც შეუსაბამოა ზონასთან“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. აღნიშნულ ნაკვეთზე მოქალაქე ითხოვდა სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას და გამონაკლისის სახით საგამოფენო სივრცის მოწყობას, რაზეც თბილისის მერიამ გასცა ინფორმაციული პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, შესაძლებელია აღნიშნული სივრცის განვითარება საგამოფენო დარბაზის ფუნქციით. აქვე ინფორმაციის სახით განმარტებულია, თუ რა შემთხვევაში და რა პირობებითაა შესაძლებელი სპეციალური შეთანხმება განმცხადებელსა და მუნიციპალიტეტს შორის.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)