00:13 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-25 19:00:27, 779 ნახვა

პოლიტიკა
რუმინელი დეპუტატი - საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიძიოს ყველა საარჩევნო გადაცდომა და გამოასწოროს ხარვეზები

საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიძიოს ყველა საარჩევნო გადაცდომა და გამოასწოროს ხარვეზები, - ამის შესახებ რუმინელმა დეპუტატმა ტიტუს კორლატეანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ დებატები გაიმართა.

ამასთანავე, რუმინელმა დეპუტატმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.

„მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია გამოსწორდეს ხარვეზები. ისმოდა ბრალდებები არჩევნებში გადაცდომების შესახებ. მე დავამატებდი პოლარიზაციის საკითხს. ეს არის შემაშფოთებელი სიტუაცია. ჩვენ უნდა წავახალისოთ როგორც მმართველი ძალა, ასევე ოპოზიცია, რათა გაგრძელდეს დიალოგი და აღმოიფხვრას ეს პოლარიზაცია. მთავრობამ უნდა გამოიძიოს ყველა გადაცდომა და სათანადოდ გამოასწოროს ხარვეზები, რაც უნდა ეფუძნებოდეს ეუთო/ოდირის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, დაბრუნდეს პარლამენტში. ეს არის ადგილი, სადაც უნდა იმართებოდეს დემოკრატიული დებატები. ჩვენ უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ დავბრუნდეთ საქართველოში და რეფორმების პროცესში მონაწილეობის გაგრძელებას“, - განაცხადა რუმინელმა დეპუტატმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics