|
2021-01-23 16:24:53, 591 ნახვა
სამართალი
მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებული და მხილებულია 6 პირი
მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებული და მხილებულია 6 პირი. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. დაკავებული და მხილებულია 6 პირი: 1997 წელს დაბადებული რ.უ., 1998 წელს დაბადებული რ.ბ., 1999 წელს დაბადებულები ე.გ. და ა. შ, ასევე 2000 წელს დაბადებული ი.უ. და ამავე წელს დაბადებული ე.გ. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები მიმდინარე წლის 18 იანვარს ყაჩაღურად თავს დაესხნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ჯართის მიმღები პუნქტის ტერიტორიაზე მდებარე ვაგონში მყოფ, ამავე ობიექტის თანამშრომლებს - მ.მ.-სა და ქ.ა.-ს, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით დაეუფლნენ მათ კუთვნილ 2000 ლარს, ორ მობილურ ტელეფონს, 2 საათს და ვერცხლის ყელსაბამს. თავდამსხმელებმა დაზარალებულებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, მეორე ვაგონში გადაიყვანეს და ჩაკეტეს, ის ვაგონი კი, რომელზეც თავდაპირველად განახორციელეს თავდასხმა, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით დაწვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ყაჩაღობის გზით დაუფლებული მობილური ტელეფონები, დანაშაულის ჩადენის იარაღი და სხვადასხვა ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის, ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 179-ე, 187-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)