|
2021-01-23 13:13:59, 1005 ნახვა
მსოფლიო
ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებზე დემონსტრანტების დაკავება დაიწყო (ვიდეო)
ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებზე დემონსტრანტების დაკავება დაიწყო. „ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხაბაროვსკში მიტინგზე 1 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. მოგვიანებით აქციაზე დაიწყო დაკავებები. მედიის ინფორმაციით, რამდენიმე აქტივისტს სცემეს. 400-მდე მომიტინგე შეიკრიბა იუჟნო-სახალინსკში. აქციებზე ისმოდა შეძახილები - „თავისუფლება ნავალნის!“, „ჩვენ ძალა ვართ!“, „რუსეთი უნდა იყოს თავისუფალი!“. ათასამდე ადამიანი შეიკრიბა ვლადივოსტოკის ცენტრალურ მოედანზეც, სადაც ასევე მიმდინარეობს დაკავებები. მედია იუწყება, რომ დაიწყო აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლა. ირკუტსკში აქციაზე 2 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. აქცია გაიმართა ნოვოსიბირსკში, ლენინის მოედანზე, სადაც 1.5 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები რუსეთის ჰიმნს მღეროდნენ. ისმოდა შეძახილები - „წადი!“. შეგახსენებთ, რომ დღეს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით 90-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართება. მედიის ინფორმაციით, რუსეთი გარდა აქციები დაანონსებულია პარიზში, ბერლინში, რომში, მადრიდში, ლისაბონში, ამსტერდამი, ჰელსინკში, პრაღაში, ვარშავაში, თელ-ავივში, ვაშინგტონში, ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)