22:19 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-22 14:13:29, 757 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც წყდება საკითხი, ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ არა

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც წყდება საკითხი, ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ არა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებებზე პატიმრების საკითხი განხილვის საგანი ვერ იქნება.

„პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ვინ უნდა იყოს პატიმრობაში, წყდება. ეს არის მართლმსაჯულების საკითხი. ჩვენ გუშინ ვნახეთ ძალიან სერიოზული ახალი მტკიცებულებები რომელიც კიდევ უფრო სერიოზულ წონას აძლევს იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაში არსებობს. დავით გარეჯის თემა არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, შესაბამისად, აქ ობიექტური, მიუკერძოებელი პასუხები უნდა გაეცეს კითხვებით და ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს გამოძიება. ვერც ერთი პოლიტიკოსი, მათ შორის ვერც უმრავლესობის ვერ მისცემს თავს უფლებას, რომ ამ საქმეზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებებში ეს საკითხი არ განიხილება“, - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics