|
2021-01-22 12:31:32, 566 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იოსელიანი - ოპოზიციასთან ჩვენი გზები გაიყო
„მოქალაქეების“ ერთ-ერთი წევრი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ოპოზიციასთან მათი გზები გაიყო. როგორც იოსელიანი აღნიშნავს, ოპოზიციამ გუშინ მოაწყო კოლექტიური სასამართლო სადაც განაცხადეს, რომ „მოქალაქეები“ ოპოზიური ძალა არაა. იოსელიანი ამ განცხადებას სისულელეს უწოდებს. „ვხედავთ, რომ მოლაპარაკებების არის გაჭედილი პროცესი არ მიდის წინ. ვხედავთ, რომ ოპოზიციას აქვს სხვა ტაქტიკა და მოსაზრება და ჩვენ გვაქვს სხვა მოსაზრება. ჩვენი გზები გაიყო. დღეს არის პირველი შეხვედრა იმასთან დაკავშირებით, რაზე მოვილაპარაკებთ ან ვერ მოვილაპარაკებთ. ოპოზიციის ერთობას რომ გამოვეთიშეთ მე მგონი ეს თავად ნახეთ კოლექტიური სასამართლო, სადაც თქვეს რომ ჩვენ არ ვართ ოპოზიცია, რა სრული სისულელეა“, - განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ინდივიდუალურ შეხვედრას მართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)