|
2021-01-21 17:52:33, 737 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება პუტინის რუსეთის წინააღმდეგ ლეგიტიმური პოლიტიკური ინსტრუმენტია
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ლეგიტიმური პოლიტიკური ინსტრუმენტი ამ დიდი საფრთხის წინაშე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, ესაა საქართველოს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. „ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა საქართველოსთვის, როგორც სამართლებრივი, ისე ლეგიტიმური პოლიტიკური ინსტრუმენტი ამ დიდი საფრთხის წინაშე, რასაც პუტინის რუსეთი და რუსეთის ფედერაცია, სანამ ასეთ ფორმაშია, წარმოადგენს ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისათვის, ისე მთელი თავისუფალი სამყაროსთვის და რა თქმა უნდა წარსულის უსამართლობაზე პასუხისმგებლობის დაყენების თვალსაზრისით, პოლიტიკურად და სამართლებრივად მომავალში. ორივე თვალსაზრისით არის ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება“, - განაცხადა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)