|
2021-01-21 15:46:21, 732 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლო ასაჯაროებს მუხლებს, რომლებიც რუსეთმა 2008 წელს, საქართველოსთან ომში დაარღვია
სტრასბურგის სასამართლო ასაჯაროებს მუხლებს, რომლებიც რუსეთმა 2008 წელს, საქართველოსთან ომში დაარღვია. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ ბრიფინგზე განაცხადა. „რუსეთმა დაარღვია შემდეგი უფლებები: წამების აკრძალვა(კონვენციის მესამე მუხლი); სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამებისა და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის. კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია: როგორც ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის, ისე დაახლოებით 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის. მეორე, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებისთვის (კონვენციის მეხუთე მუხლი); რუსეთის მიერ კონტროლირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებამ, აგრეთვე გამოიწვია ამ მუხლის დარღვევა. მესამე, მიმოსვლის თავისუფლება, პირადი და ოჯახური დაცულობის უფლება და საკუთრების უფლება. გაიზიარა რუსეთის მიერ განხორციელებულ ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მიზანმიმართულად ქართული სოფლების გადაწვისა და განადგურებისათვის. ამგვარი ეთნიკური წმენდის შედეგად და განგრძობადი ოკუპაციის პირობებში ათასობით ქართველი გამოძევებულ იქნა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან და დღემდე ეზღუდებათ უფლებები. მეოთხე, სიცოცხლის უფლება. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია სიცოცხლის უფლების პროცედურული დარღვევისათვის რადგან არ გამოიძია ომისა და მის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის მკვლელობები. მეხუთე, რუსეთმა არ ითანამშრომლა სასამართლოსთან კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის 38-ე მუხლი დარღვეულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რაც ეხება სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულებას. რაც შეეხება ზიანი ანაზღაურებას, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, რუსეთის მიერ ევროპული კონვენციით დარღვევისათვის სამართლიანი დაკმაყოფილებისა და ზიანი ანაზღაურების საკითხი ცალკე პროცედურით გადაწყდება და მხარეებს პოზიციების აღსადგენად ერთი წელიწადი აქვთ“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)