15:33 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-18 10:44:48, 630 ნახვა

სამართალი
თბილისში მსუბუქი ავტომობილი საპატრულო პოლიციის მანქანას შეეჯახა

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მიმავალმა „ლექსუსის“ მარკის ჯიპის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი პოლიციელი.

ავარია გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics