21:04 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-16 14:09:27, 666 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - როცა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება გარანტირებულია, ბიძინა ივანიშვილი ვალმოხდილი ტოვებს პოლიტიკას

„როცა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება გარანტირებულია, ბიძინა ივანიშვილი პირნათელი და ვალმოხდილი ტოვებს პოლიტიკას“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ნებით გამარჯვებულმა დატოვა პოლიტიკა.

„ქართული ოცნების“ სულის ჩამდგმელმა, ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია ადამიანზე, რომელიც ჩვენ ქვეყნისთვის მძიმე დროს მოვიდა და შეძლო კონსოლიდაცია მაშინ, როცა ყველა იმედი დაკარგული ჩანდა. ჩვენს ხალხთან ერთად დაამარცხა მოძალადე რეჟიმი და საქართველოში თავისუფლებისა და სტაბილურობის დამკვიდრების გარანტი გახდა.

დიდი გამარჯვებების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ნებით გამარჯვებულმა დატოვა პოლიტიკა. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაგვანახა ყველას თუ რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის უანგარო მსახურება.

ახლა როცა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება გარანტირებულია, ბიძინა ივანიშვილი პირნათელი და ვალმოხდილი ტოვებს პოლიტიკას“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics