2021-01-16 10:58:00, 1373 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 485 თბილისში, 219 იმერეთში, 122 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 485 თბილისში, 219 იმერეთში, 122 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 485 შემთხვევა, აჭარა - 84, იმერეთი - 219, ქვემო ქართლი - 55, შიდა ქართლი - 87, გურია - 28, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 122, კახეთი - 87, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან