2021-01-15 09:08:19, 1233 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა და 2,002,407-ს შეადგენს.
შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები Worldometers-ზეა განთავსებული.
ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსისგან 66,813,279 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობამ 93,533,715-ს მიაღწია.
ვირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსს 397,994 ადამიანი ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა ბრაზილია - 207,160 დაღუპულით, ხოლო გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებლით მესამე და მეოთხე ადგილს ინდოეთი და მექსიკა იკავებენ.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან