20:28 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-14 18:01:36, 613 ნახვა

პოლიტიკა
„გირჩი - მეტი თავისუფლება“ - შსს-ს მთელი რესურსი მიმართულია უპირბადო ადამიანების ქუჩაში გამოჭერაზე

გირჩი  მეტი თავისუფლება აცხადებს, რომ სამართლებრივად, ღია სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის სანქცია არ არსებობს და შესაბამისად, ამ მიზეზით გამოწერილი ყველა ჯარიმა უკანონოა.

შსს-ს მთელი რესურსი მიმართულია უპირბადო ადამიანების ქუჩაში გამოჭერაზე, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, - სამართლებრივად, ღია სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის სანქცია არ არსებობს და შესაბამისად, ამ მიზეზით გამოწერილი ყველა ჯარიმა უკანონოა.

„ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს დე ფაქტო მთავრობა რეალურად ჭრიდეს პრობლემებს და მავნებლური შეზღუდვებით შემოსავლის გარეშე, ვალებში არ ტოვებდეს ასობით ათას მოქალაქეს, შსს-ს მთელი რესურსი მიმართულია უპირბადო ადამიანების ქუჩაში გამოჭერაზე, რისი შედეგიც უამრავი დაჯარიმებული მოქალაქეა.

თუმცა, გარდა იმისა, რომ მთავრობის ამ შეზღუდვებს არანაირი მორალური საფუძველი არ გააჩნია, ქართული პოლიციის ქმედებები არსებული არაადამიანური კანონებითაც კი გაუმართლებელია.

უფრო კონკრეტულად, მთავრობის 368-ე დადგენილების მიხედვით, პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. შეუსრულებლობის შემთხვევაში კი პირი უნდა დაჯარიმდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-11-ე მუხლით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-11-ე მუხლის მიხედვით კი, დაჯარიმებას ექვემდებარება მხოლოდ და მხოლოდ დახურულ სივრცეში უპირბადოდ ყოფნა.

აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, აკრძალულია ღია სივრცეში უპირბადოდ გადაადგილება, ხოლო მეორე მხრივ, დაღვევისთვის სანქცია არ არსებობს, რაც ნიშნავს, რომ ღია სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნის მიზეზით გამოწერილი თითოეული 20 ლარიანი ჯარიმა უკანონოა.

მოვუწოდებთ საქართველოს დე ფაქტო მთვრობას და შსს-ს, შეწყვიტონ უკანონო ქმედება და ისედაც გაჭირვებული ადამიანებისთვის დამატებითი უსამართლო ხარჯების დაკისრება.

მოვუწოდებთ ყველა უსამართლოდ დაჯარიმებულ მოქალაქეს, არ დაიზაროთ, გააპროტესტეთ და აუცილებლად გაასაჩივრეთ ყველა ასეთი ტიპის ჯარიმა.

სახელმწიფოს მხრიდან უკანონო ძალადობის გატარება ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე უსამართლო კანონების მორჩილება“, - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics