|
2021-01-14 15:25:20, 740 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კანდელაკი - ალეკო ელისაშვილის წინადადება იმდენად არასერიოზულია, რომ ოპოზიცია არც კი განიხილავს
ეს წინადადება იმდენად არასერიოზულია, რომ ოპოზიცია არც კი განიხილავს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად თუ „ქართული ოცნება“ მათ მოთხოვნებს ხელს მოაწერს, პარლამენტში შევლიან. როგორც კანდელაკმა აღნიშნა, ალეკო ელისაშვილი დიდი ხანია შეერწყა „ქართულ ოცნებას“ და მათ სპიკერად იქცა. „ეს წინადადება იმდენად არასერიოზულია, რაზეც ელისაშვილი საუბრობს, რომ ოპოზიცია მას არც კი განიხილავს. დღის წესრიგში დგას ან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, ან დანიშვნა პლებისციტისა, სადაც იქნება მკაფიოდ ჩამოყალიბებული კითხვა უნდა დაინიშნოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. ეს დგას მხოლოდ და მხოლოდ დღის წესრიგში. ბატონი ელისაშვილი უკვე დიდი ხანია შეერწყა „ქართულ ოცნებას“ ერთსულ და ერთხორც, „ქართული ოცნება“ მას იყენებს სპიკერად საკუთარი გზავნილების გახმოვანებისთვის“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ ელჩების თანადასწრებით პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას და ელექტრონული არჩევნების ჩატარებას დათანხმდება, მაშინ ის და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევლენ. აღნიშნულ საკითხზე ელისაშვილს ოპოზიციაში კონსულტაციების გამართვა სურს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)